Jump to content
Planeta.Ge

ერორი- `თავისუფალი საქართველო` ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურება


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59919.jpgგაზეთ `ასავალ-დასავალში` გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურნენ პოლიტიკური პარტია `თავისუფალი საქართველოს` წევრები. პარტია მიესალმება ივანიშვილის მზადყოფნას, რომ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების შესახებ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყოს. განცხადებაში ივანიშვილი იმ პარტიებს გულისხმობდა, რომლებიც არ არიან კოალიციის წევრები.

 

`თავისუფალი საქართველოს` წევრები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ინიციატივა საპროტესტო გამოსვლების შესაძლო დაწყების თაობაზე არჩევნებამდე და არა არჩევნების შემდეგ უნდა განხორციელდეს.

 

`მივესალმებით ბიძინა ივანიშვილის წინადადებას მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმებასთან დაკავშირებით და ამ გზით სიარულით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ არჩევნების გზით დავამარცხოთ ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. არჩევნებისათვის ბრძოლა ქუჩის აქციებით არჩევნებამდე არის ის გზა, რომელიც ჩვენ მოგვცემს რეალური გამარჯვების საშუალებას,` - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...