planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59921.jpgოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიმიტრი მედოევიც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ელჩმა რუსეთში BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დიმიტრი მედოევმა აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურის წამოყენებას 300 კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა დაუჭირა მხარი. BBC აღნიშნავს, რომ დიმიტრი მედოევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩად მუშაობს და იმის გათვალისწინებით, რომ მას რუს ჩინოვნიკებთან მჭიდრო კავშირი აქვს, პოლიტოლოგების ნაწილი მედოევს კრემლის კანდიდატად განიხილავს. მოსკოვის წინა რჩეული ანატოლი ბიბილოვი ნოემბერში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებში ალა ჯიოევასთან დამარცხდა. შედეგები გააუქმეს, რის შემდეგაც ხელახალი ე.წ. არჩევნები 25 მარტისთვის დაინიშნა. ბიბილოვმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ხოლო ჯიოევა კი თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს და 10 თებერვალს ინაუგურაციის ჩატარებასაც გეგმავს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts