planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59922.jpgკიდევ ერთი ახალი საავადმყოფო – დუშეთში ახალი კლინიკა სადაზღვევო კომპანია ჯიპიაიმ გახსნა. ის 15-საწოლიანია. აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და აქ ყველა სამედიცინო განყოფილება ფუნქციონირებს. საავადმყოფოში 80 მედიკოსია დასაქმებული. მიხეილ სააკაშვილმა დღეს დუშეთის საავადმყოფო პირადად დაათვალიერა. მოინახულა ახალშობილები მშობლებთან ერთად და საჩუქრები გადასცა. პრეზიდენტმა დუშეთის ახლად გახსნილ საავადმყოფოში პედიატრ ირაკლი ციციშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. `მე მინდა ყველა ჩვენგანის სახელით დიდ ქართველ მოღვაწეს, მედიკოსს, ბავშვების გადამრჩენელს და მთელი თაობების აღმზრდელს, საქართველოს გენოფონდის ძალიან ღვაწლმოსილ დამცველს, დიდ ქართველ პედიატრს, ბატონ ირაკლი ციციშვილს გადავცე ბრწყინვალების ორდენი, როგორც ჩვენი დიდი მადლიერების და მისი დიდი ღვაწლის ხაზგასმა ქართული სახელმწიფოს მხრიდან,`- აღნიშნა პრეზიდენტმა. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას შეხვდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts