planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59915.jpgსაქართველოს 15 ახალი ჰიდროელექტოსადგურის აშენდება. მშენებლობები თებერვლიდან, საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაიწყება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პოლიტიკის გაგრძელებაა. ამასთან, ამ სამშენებლო სამუშაოების შედეგად, 13,000-მდე სამუშაო ადგილი შეიქნება. მანანა მანჯგალაძის თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების გარდა, ასევე გაიხსნება რამდენიმე ახალი საავადმყოფო და მოეწყობა რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია განათლების სფეროში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts