Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - მედვედევი: ”რუსეთის სამხედრო ბაზების სიძლიერე საქართველოშიც ესმით”


Recommended Posts

</p>/get_img?ImageId=6221

 

 

 

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყნამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო ბაზები იმდენად გააძლიერა, რომ მათ ”არაპროპორციული ზიანის” გამოწვევა შეუძლიათ ნებისმიერი აგრესორის მიმართ. მედმედევის თქმით, ეს საკითხი საქართველოშიც კარგად ესმით:”ისინი (სამხედრო ბაზები) ახლა ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ მძლავრად შეუძლიათ ამ ორი პატარა სახელმწიფოს ინტერესების დაცვა და რუსეთის ინტერესების დაცვაც. აქ არის სხვადასხვა ტიპის იარაღები, რომელთაც არათანაზომიერი ზიანის მიყენება შეუძლია დამპყრობელისთვის და მათ ეს ესმით, თვით უჭკუო სააკაშვილსაც კი ესმის ეს”- განაცხადა მედვედევმა.

 

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ მედვედევს  საქართველოს რემილიტარიზაციის შესახებ ჰკითხა და სთხოვა, პრეზიდენტს  არ დავიწყებოდა იქიდან მომავალი საფრთხის შესახებ

 

”გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მილიტარიზაცია არ შემწყდარა, ხუთდღიანი ომის შემდეგაც კი. ამას გარდა, ჩვენ გვქონდა მტკიცებულება, რომ ომიდან მალევე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის  და რამდენიმე სხვა ქვეყნის ხაზით,  ზოგიერთი მათგანი ჩვენი ახლო მეზობელია, ქვეყნები სხვადასხვა იარაღის მიწოდებას განაგრძობდნენ”-განაცხადა პრეზიდენტმა.

 

და დაამატა, რომ სწორედ ამიტომ გააძლიერეს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

 

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ შეუძლია სხვა ქვეყნებს აუკრძალოს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა:

 

”რამდენიმე სახელმწიფო მეთაურთან მე ამ საკითხზე ღიად მისაუბრია, ”რას აკეთებთ?, ეს სახიფათოა” , მაგრამ ბოლომდე ამის აკრძალვა ჩვენ არ შეგვიძლია, თუმცა ეს საკითხი სამომავლო პოლიტიკაში უნდა გავითვალისწინოთ. არავითარი სისუტე არ არსებობს, არც იეჭვოთ”.

 

მედვედევმა დაადასტურა საქართველოსთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთებების აღდგენის  სურვილი:

 

” თქვენ იცით, რომ ჩვენ ავკრძალეთ სხვადასხვა პროდუქტის გამოჩენა ჩვენს ბაზარზე, იყო სხვადასხვა პრობლემები. მიგვაჩნია, რომ ცივილიზებული დიალოგის  რეჟიმში ჩვენ მეზობელთან ეს ურთიერთობა მშვიდად უნდა გამოვაცოცხლოთ და სადაც შესაძლებელია, აღვადგინოთ სავაჭრო ურთიერთობა” - აღნიშნა მედვედევმა და მაგალითად საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ახსენა:

 

”ეს ნორმალურია, ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთთან უნდა ურთიერთობდნენ”

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...