planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 /get_img?ImageId=5543 გიორგი ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება საჩხერეში 2012 წლის 13 იანვარს მომხდარ ინციდენტზე. ომბუდსმენის ოფისის შვიდი თებერვლის განცხადებაში ნათქვამია: "საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 13 იანვარს ქ.საჩხერის კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე მოქალაქე დავით კიკნაძეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა თავისუფლება აღუკვეთეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 2012 წლის 26 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ დ. კიკნაძეს და ახსნა–განმარტება ჩამოართვეს. დ. კიკნაძის ახსნა–განმარტების თანახმად, 13 იანვარს ქ.საჩხერის კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე მან ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი შეძახილი გააკეთა. რამდენიმე წუთში უცნობმა პირებმა იგი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს. მანქანაში მყოფი პირებიდან დავით კიკნაძემ ერთ–ერთი პირი ამოიცნო, რომელიც, მისი განცხადებით, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია. ახსნა–განმარტების თანახმად, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით SIM ბარათის გარეშე დაუბრუნეს. დავით კიკნაძის განმარტებით, მას თავისუფლება საათნახევრის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული, რის შემდეგაც უცნობებმა მისი მონაცემები ჩაიწერეს და წასვლის უფლება მისცეს. ამასთან, იგი აცხადებს, რომ მისი დაკავების ფაქტი დაინახეს სამართალდამცავებმა, თუმცა მათ აღნიშნულზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ". სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts