Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ირანის პასუხი აშშ–სა და ევროკავშირის სანქციებს


Recommended Posts

</p>/get_img?ImageId=6224

 

 

 

რეიტერის ინფორმაციით, ირანმა დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯი თეირანის ცენტრალურ ბანკის მიმართ. ამიერიდან ამერიკულ ბანკებს მიენიჭათ უფლებამოსილება ირანული მთავრობის აქტივების გაყინვის. ირანის მთავრობის განცხადებით, ამას არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. ირანის პარლამენტარების განცხადებით, მათ შესაძლოა დააჩქარონ კანონპროექტის მიღება,  ევროკავშირში ირანული ნავთობის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, მანამ სანამ ევროკავშირის გადაწყვეტილება იმავე საკითხთან დაკავშირებით ძალაში შევა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სანქცია,  ბრძანება  ბარაკ ობამას ხელმოწერით,  უკანასკნელი ზომაა თეირანის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობდა თეირანისთვის არსებულ სანქციებში  გასაძვრომების დახურვას.

 

იარნის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის მეჰმანპარასტის განცხადებით ამგვარი სანქციები ჩავარდნისთვისაა განწირული:

 

“ ეს ფსიქოლოგიური ომია, რომელსაც არავითარი ზეგავლენა არ აქვს, ეს უკვე 30 წელია მიმდინარეობს და ამაში ახალი არაფერია”.

 

დაძაბულობა დასავლეთთან გასულ თვეს გაძლიერდა, როდესაც ვაშინგტომა და ევროკავშრიმა პირდაპირ მიზნად დაისახა, ეჭვის ქვეშ დააყენოს ოპეკის ნომერ მეორე  ნავთბის ექსპორტიორის შესაძლებლობა, ნედლად გაყიდოს ნავთობი, რაც თეირანსისთვის ბირთვულ სამუშაოების თავისუფლად  მართვის მიცემას ნიშნავს.  დასავლეთის აზრით ეს ატომური იარაღის დამზადებას გულისხმობს.

 

ირანის განცხადებით, ევროკავშირის სანქციას, რომელიც ნავთობის ექსპორტის აკრძალვას ეხება, ირანიც სანქციებით უპასუხებს. თუმცა საპარლამენტო დებატები, რომელიც 30 იანვარს შედგა, რომელიც ევროკავშირისთვის გაყიდვების, ვაჭრობის შეჩერებას ეხებოდა  და ეს პროცესი გადააიდო.

 

თუმცა ობამას ნაბიჯმა ირანელი პარლამენტარები პროვოცირება გამოიწვია, რომელთაც სამშაბათს განაცხადეს, რომ ასამბლეა მზად არის დააჩქაროს ანონპროექტის მიღბა დაავალდებულოს მთავრობა აკრძალოს ნავთობის ექსპორტი ევროპის ზოგიერთ ქვეყნაში, როცა აკრძალვა ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო 2012 წლის ივლისისთის.

 

"საპასუხოდ ევროპის ქვეყნებისა, რომლებიც ირანული ნავთობის მიღებას კრძალავენ, ჩვენ მზად ვართ ავკრძალოთ ნავთობის ექსპორტი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში” – განაცხადა დეპუტატმა Mohammad Javad Karimi-Qoddusi .

 

“კანონპროექტი თითქმის დასრულებულია, რომელიც მთავრობას ავალდებულებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობის ექსპორტი ევროპულ ქვეყნებში, კანონპროექტი ასევე კრძალავს ნებისმიერ იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან” –განაცხადა დეპუტატმა Parviz Sarvari და ასევე აღნიშნა, რომ დეპუტატების უმრავლესობამ გადაუდებლად მისაღებ კანონპროექტის მიღებას  მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

თარიღი ხმის მიცემის შესახებ ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის.

 

მეჰმანპარასტის  განცხადებით, ისინი არ აპირებენ, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად შეცვალონ თვიანთი ატომური პოლიტიკა, მან ასევე აღნიშნა, რომ ატომურ ტექნოლოგიებს ირანი არა ბირთვული იარაღის შესაქმნელად, არამედ ელექტოენერგიის გენერირებისთის ავითარებს.

 

“სანქციები ვერ მოხდენს ზეგავლენას ჩვენს ატომურ კურსზე და დასავლეთი ვერ მიაღწეს თავის მიზნებს” აღნიშნა მეჰმანპარასტმა “ჩვენი ისტორია აჩვენებს, რომ ყოვლად არალოგიკურმა სანქციებმა ჩვენი ქვეყნის პროგრესი დააჩქარა”

 

კონგრესისადმი მიწერილ წერილში ობამა ამბობს, რომ ირანული ბანკები მალავდნენ გადარიცხვებს, რომ შეემცირებინათ  ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ–მა და სხვა ძალებმა დააწესეს ირანის ატომური ენერგიის პროგრამის საპასუხოდ.

 

ადრე აშშ-ს ბანკები ვალდებული იყვნენ რომ უარი ეთქვათ, ნაცვლად ირანის გადარიცხვების დაბლოკვის ან გაყინვისა. ობამას აღმასრულებელი ბრძანება მოითხოვს ამერიკული ინსტიტუციებიდან ირანული სახელმწიფო ქონების ჩამორთმევას, რომლებსაც ისინი აწყდებიან,  იმის ნაცვლად რომ უბრალოდ დააბრუნონ უკან.

 

მთლიანი ღირებულება ირანული აქტივებისა, რომელზეც აღნიშნული აკრძალვა იმოქმედებს არ არის ცნობილი, თუმცა მეჰმანპარასტის განცხადებით, ირანს არ გაჩნია ფინანსური ტრანსაქციები ამერიკასთან.

 

მეჰმანპარასტი აღნიშნავს, რომ  ირანი მალე გაუგზავნის წერილს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს კეტრინ ეშტონს,  მთავარ ძალებთან მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით:

 

“ირანი ყოველთის მიესალმება, ნაყოფიერ და კონსტრუქციულ დიალოგს, თუმცა  ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი ბირთვული უფლება, არ არის  სავაჭრო საგანი”

 

ბოლო მოლაპარაკებები ჩაიშალა, იმის გამო, რომ ირანმა უარი თქვა შეეჩერებინა ურანით გამდიდრების სამუშაოები, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭო და 6 მსოფლიო ძალა ითხოვდა.

 

ვაშინგტონი და ისრაელი არ გამორიცხავს სამხედრო ოპერაციებს, იმ შემთხვევაში თუ ირანთან ბირთვულ საკითხებზე დიპლომატია არ გაჭრის.

 

ირანმა გააფრთხილა “მტკივნეული პასუხების” შესახებ, რომ იგი დაარტყამდა ისრაელის და ამერიკის ბაზებს Gulf –ის ყურეში, ისევე როგორც გადაკეტავდა ნავთობის გადამზიდ გზას ამავე ყურეში, ჰორმუზის სრუტის საშუალებით.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...