Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტის წინ ცენტრპოინტისგან დაზარალებულებმა რუსუდან კერვალიშვილის ფიტული დაწვეს


Recommended Posts

http://atb.ge/?address=news&id=113603

კომპანია "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები პარლამენტის ვიცე-სპიკერის რუსუდან კერვალიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ . ამ მოთხოვნით მათ დღეს პარლამენტთან აქცია გამართეს, რომელშიც 100-ზე მეტი დაზარალებული მონაწილეობდა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, წლების განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, აგროვებდნენ ფულს, რომ თბილისში ბინები შეეძინათ, კომპანია ~ცენტრ პოინტთან~ გააფორმეს ხელშეკრულება, თანხაც გადაუხადეს, რომლის მიხედვითაც ბინები 2007 წელს უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა ვალდებულება ამ დრომდე შესრულებული არ არის. მათი ინფორმაციით, 6200 ადამიანია დაზარალებული, რომელთა მილიონები აქვთ მითვისებული. აქციის მონაწილეების ვალდებულების შესრულებას ან თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

მათი თქმით, თითქმის ყველა სახელწიფო უწყებას მიმართეს, ბოლო წლებია პერმანენტულ აქციებს მართავენ თუმცა უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილისა და ვახტანგ რჩეულიშვილის ფიტულები დაწვეს.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ~ცენტრ პოინტის~ სამართალმემკვიდრე ~დექსუსი~ მათგან ბინების დასრულებაში დამატებით თანხებს ითხოვს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ~დექსუსი~ სთხოვს, რომ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარი დაამატონ, რაც რიგ შემთხვევებში 18 000 დოლარი, რიგ შემთხვევებში კი 30 000 დოლარამდე გამოდის.

აქციაზე ~კონსერვატორებიდან~ ლაშა ჩხარტიშვილი და ~რესპუბლიკელებიდან~ თინა ხიდაშელი იმყოფებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეთა უფლებები ირღვევა, რომელთა უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

ასევე, კომენტარი გააკეთა ~დექსუსის~ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი კანანაშვილმა.

როგორც მან განაცხადა 6200 დაზარალებულიდან 1700 –ს სამშენებლო სამუშაოები დაუსრულეს და 1200 მობინადრის ბინა სრულდება.

"კიდევ არის 4 ობიექტი, რომლის მშენებლობასაც ამინდების გამოსვლის შემდეგ განვაახლებთ. ყველა ბანკის სესხი გადავიხადეთ და ~ცენტრ პოინტის~ ბინებს ბანკების იპოთეკა მოეხსნა. ჯერ კიდევ დარჩენილია ობიექტები, რომლებიც არ დაგვიწყია. 3-წლიანი რეაბილიტაციის პროექტი გვაქვს და ჯერ 1 წელია გასული. არის ობიექტები, სადაც ჩვენი ინვესტიცია არ არის საკმარისი და მოქალაქეების გადასაწყვეტია - თუ სურთ სახლების აშენება, გადაიხდიან 100 დოლარით ძვირს. აქვთ მეორე არჩევანიც - უკან მიიღონ უკვე გადახდილი თანხა", - განაცხადა კანანაშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნამუსოდ მოიქცა ცენტრპოინტი, რამდენი ხალხი გადააგდო..

საკმაოდ ბევრი ისტორია დაუგროვდათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ჩემი ნათესავიც გადააგდეს მაგათმა, მაგრამ იმან თითქმის ბოლომდე გამოართვა ფული

რაღაც პატარა ნაწილი დარჩათ დასაბრუნებელი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

 

ეს ამბავი როცა დაიწყო და ვითომ სხვა კომპანიამ რომ იყიდა ეს კომპანია,მაშინ ვთქვი,რომ დიდ აფიორას ატრიალებენ მეთქი და ვერ გაიტანს ხალხი თავის სიმართლეს ამ ხელისუფლების დროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...