planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://saqinform.ge/images/stories/society/paichadzeeee.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. სამართალდამცველების ინფორმაციით, გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძის საცხოვრებელ ბინას ცეცხლსასროლი იარაღიდან, კერძოდ კი, სანადირო თოფიდან ესროლეს. ჩიტაიას ქ. №21-ში მდებარე პაიჭაძის ბინის ერთ-ერთი ფანჯარა სროლის შედეგად ჩამსხვრეულია, დაზიანდა ფანჯრის ჩარჩოც. საცხოვრებელი სახლის წინ, გზაზე კი, ტყვიის ერთი მასრაა ნაპოვნი. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. <span style="font-size: 10pt;" />„მეუღლემ დამირეკა და მომხდარის შესახებ მითხრა. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით, 14:00 საათზე, მოხდა. სახლში ამ დროს მეუღლე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ“, - აღნიშნა პაიჭაძემ. მისივე თქმით, პირადი მტრები არ ჰყავს და მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც თავად ამბობს, „კვირის პალიტრაში“ ბოლო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებით მწვავე სტატიებს – ჟურნალისტურ გამოძიებებს აქვეყნებდა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts