planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://saqinform.ge/images/stories/politics/12misha-obamaa.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „The Washinton Post“ წერს, „იმედი გვაქვს, საქართველოს პრეზიდენტმა გაიგონა ბატონ ობამას სიტყვები იმის თაობაზე, რომ ამერიკის პრეზიდენტი ელოდება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და იმას, რომ საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა“. <span style="font-size: 10pt;" />საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებით აპროტესტებს ნებისმიერ მის შედარებას მოსისხლე მტერთან, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან. „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო კოლეგიასთან გასული კვირის შეხვედრაზე მან გაღიზიანებულმა ჩამოთვალა განსხვავებები: პუტინის რეჟიმი კორუფციას ეფუძნება, მაშინ, როდესაც მისი იმითაა ცნობილი, რომ გაწმინდა ერთ დროს გასვრილი პოლიცია და ბიუროკრატია; პუტინი ეომება უმცირესობებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ რელიგიური პლურალიზმის დასაცავად სპეციალური კანონი მიიღო; პუტინი ხშირად ეწინააღმდეგება აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, მაშინ, როდესაც საქართველო ამერიკის მტკიცე მოკავშირეა და აორმაგებს თავის კონტინგენტს ავღანეთში. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts