planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/11guluas-partia.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. პარტია „განახლებული საქართველოს“ აშშ-ის ელჩსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ოფიციალური წერილით მიმართავს. „დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია „განახლებული საქართველოს“ რეგიონული სამსახურის უფროს ლაშა გვასალიას ოჯახზე ზეწოლა განხორციელდა. კერძოდ, ლაშა გვასალიას მამა რომან გვასალია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც პარტია „განახლებული საქართველოს“ რეგიონული სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია მიიჩნევს, ეს ფაქტი მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება“, – აცხადებენ პარტიაში. <span style="font-size: 10pt;" />მისივე ინფორმაციით, ლაშა გვასალიას ორგანიზებით ამასწინათ ხობის რაიონში პარტია „განახლებული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაცია დაარსდა და პარტიის მხარდამჭერებისა და მოსახლეობისათვის აგიტაცია გასწიეს. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts