planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/Sobadoba.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. ანალიტიკური პროექტი „საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ტენდენციები და მოსალოდნელი დემოგრაფიული საფრთხეები“ ქვეყანაში მკვიდრი მოსახლეობის შობადობის კატასტროფულად კლებას ეხება, რაც თანდათანობით გამოიწვევს ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული ეკონომიკის დაკარგვას, სახელმწიფო ენის დაკნინებას, ერისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების შესუსტებას. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია ეროვნული ცნობიერების დაქვეითება და დემოგრაფიული სტრუქტურის საშიში ცვლილება. <span style="font-size: 10pt;" />მოსახლეობის რაოდენობის შემცირება განსაკუთრებით საშიშია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან იგი ისეთ უნიკალურ, მრავალგანზომილებიან რეგიონში მდებარეობს, სადაც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესთა გადაკვეთა საკმაოდ მნიშვნელოვანია და, ამდენად, საკუთარი ინტერესების დაცვა – გაძნელებული. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts