lasha_alo Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://www.interpressnews.ge/pictures/image4/82c663c023e66e7a43f385ed5b1d703e.jpg"თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, კომპანია "სითი პარკი" მომსახურების საფასურს აძვირებს. სპეციალური განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ "სითი პარკის" ოფისთან გააკეთა. მისი თქმით, "სითი პარკის" მომსახურება ორჯერ გაძვირდა ბათუმში, შეადგენდა 40 ლარს და გახდა 80 ლარი. როგორც ზურა აბაშიძე განმარტავს, მსგავსი ქმედებების განხორციელებას და მომსახურების საფასურის გაორმაგებას კომპანია "სითი პარკი" თბილისშიც გეგმავს."მილიონობით ლარი, რომელიც კომპანიაში შედის, უცნობია, სად მიდის და რას ხმარდება, რადგან დედაქალაქის ყველა რაიონში დგომის სისტემა განვითარებული არ არის. "სითი პარკი" დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს"-აღნიშნა აბაშიძემ. დღესვე "თავისუფალ დემოკრატებს" კომპანია "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა, იანივ მარეცკიმ უპასუხა. მისი განცხადებით, არც ერთი თეთრით "სითი პარკი" გადასახადის გაზრდას არ გეგმავს. როგორც კომპანიის მენეჯერმა განმარტა, გადასახადი ერთი წლის განმავლობაში 50 ლარს შეადგენს და ასევე დარჩება. რაც შეეხება შემოსულ თანხებს, "სითი პარკის" მენეჯერის განმარტებით, თანხების 60% მერიის ბიუჯეტში მიდის, დანარჩენი 40% კი - ინფრასტურქტურის განვითარებას ხმარდება."სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა კომენტარი გააკეთა ბათუმში ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ბათუმის კომპანიასა და "სითი პარკს" ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. "ბათუმში დგომის წესებს აბსოლიტურად სხვა კომპანია აწესრიგებს, "სითი პარკი" კი, მხოლოდ თბილისს ემსახურება",-აღნიშნა "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 lasha_alo"თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, კომპანია "სითი პარკი" მომსახურების საფასურს აძვირებს. სპეციალური განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ "სითი პარკის" ოფისთან გააკეთა. მისი თქმით, "სითი პარკის" მომსახურება ორჯერ გაძვირდა ბათუმში, შეადგენდა 40 ლარს და გახდა 80 ლარი.და მერე დაიწყებენ, ბათუმში მოსახლეობა მიშას უჭერს მხარსო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.