Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გიორგი ტუღუში მთავარ პროკურორს, ახალი წლის ღამეს საჩხერეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას სთხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tugu-300x199.jpgსახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას ახალი წლის ღამეს საჩხერეში, კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე, მომხდარი ინციდენტის გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართავს.

 

როგორც სახალხო დამცველის პრესსამსახური იუწყება, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება საჩხერეში 2012 წლის 13 იანვარს მომხდარ ინციდენტზე.

 

„საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 13 იანვარს, ქ.საჩხერის კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე, მოქალაქე დავით კიკნაძეს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა თავისუფლება აღუკვეთეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 2012 წლის 26 იანვარს, სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და ახსნა–განმარტება ჩამოართვეს დ. კიკნაძეს. დ. კიკნაძის ახსნა–განმარტების თანახმად, 13 იანვარს, ქ.საჩხერის კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე, მან ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი შეძახილი გააკეთა. რამდენიმე წუთში, უცნობმა პირებმა იგი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს. მანქანაში მყოფი პირებიდან დავით კიკნაძემ ერთ–ერთი პირი ამოიცნო, რომელიც მისი განცხადებით შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია. ახსნა–განმარტების თანახმად, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, წაართვეს მობილური ტელეფონი წაართვეს, რომელიც მოგვიანებით SIM ბარათის გარეშე დაუბრუნეს. დავით კიკნაძის განმარტებით, მას თავისუფლება საათნახევრის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული, რის შემდეგაც, უცნობებმა მისი მონაცემები ჩაიწერეს და წასვლის უფლება მისცეს. ამასთან, იგი აცხადებს, რომ მისი დაკავების ფაქტი დაინახეს სამართალდამცავებმა, თუმცა მათ აღნიშნულზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ,“- აცხადებენ პრესსამსახურში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...