planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/MUZEUMI-300x199.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით,მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განახლებული მუზეუმი მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერეს. ზოოლოგიის მუზეუმში სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუზეუმის ექსპოზიციაში ხუთი ათასზე მეტი განახლებული ექსპონატია წარმოდგენილი, რომელიც ახალ ვიტრინებშია განთავსებული. გამოფენილ ნიმუშებს რესტავრაცია 1945 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. სამინისტროს ცნობითვე, ამიერიდან, სხვა დამთვალიერებლებთან ერთად, განახლებულ მუზეუმში დაცულ ექსპონატებს სკოლის მოსწავლეებიც გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ აქ საბუნებისმეტყველო საგნებში გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ. მუზეუმის თანამშრომლები, საგანგებოდ მოზარდებზე გათვლილი პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს შემეცნებით ექსკურსიებს შესთავაზებენ და ამით ხელს შეუწყობენ მათი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოოლოგიის ფონდი 1921 წელს შეიქმნა. 1945 წელს კი, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის თაოსნობით, ფონდის ბაზაზე ზოოლოგიის მუზეუმი დაარსდა. მუზეუმი ერთ-ერთი უმდიდრესია სამხრეთ კავკასიაში. გამოფენილი უნიკალური მასალა საინტერესოა არა მხოლოდ დამთვალიერებლებისთვის, არამედ მნიშვნელოვანია სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობისთვისაც. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts