Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “დექსუსმა” “ცენტრ პოინტ ჯგუფის” ყველა საბანკო ვალდებულება დაფარა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/dexus.jpegკომპანია “დექსუსმა” “ცენტრ პოინტ ჯგუფის” ყველა საბანკო ვალდებულება დაფარა.

 

კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “თიბისი ბანკის” მიმართ 7,7 მილიონი ლარის ოდენობის საკრედიტო დავალიანება კომპანია „დექსუსმა” რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად გადაიხადა. შედეგად, იპოთეკა მოეხსნა 5 ობიექტს: საცხოვრებელ კომპლექსს “მაგნოლიას”, “დიდი დიღმის ოაზისს”, “დაკიდებულ ბაღებს”, ასევე კრწანისის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ობიექტებს.

 

უძრავი ქონების ბაზარზე, “დექსუსი”, პრაქტიკულად ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ბანკების მიმართ არანაირი საკრედიტო დავალიანება აღარ გააჩნია. შესაბამისად, “ცენტ პოინტის” არც ერთი ობიექტი/აქტივი იპოთეკით დატვირთული არ არის.

 

“ცენტრ პოინტ ჯგუფის” კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა ბიზნეს ჯგუფმა “დექსუსმა” 2010 წლიდან დაიწყო. “დექსუსის” მართვაში შესვლამდე “ცენტრ პოინტის”, პრაქტიკულად, ყველა საბანკო ვალდებულება შეუსრულებული იყო, პროექტების მშენებლობა – შეჩერებული, ხოლო მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულება – დარღვეული. “დექსუსმა” “ცენტრ პოინტის” კრიზისიდან გამოყვანისა და რეაბილიტაციის სამწლიანი გეგმა 2010 წლის 17 დეკემბერს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბანკების მიმართ აღებული ვალდებულება კომპანიას 2012 წლის დასაწყისისთვის უნდა შეესრულებინა.

 

რეაბილიტაციის გეგმას კომპანია თანმიმდევრულად და წარმატებით ახორციელებს. “ცენტრ-პოინტის” ვალდებულებების გადმობარების შემდეგ, მენეჯმენტ კომპანია “დექსუსმა” 12 ობიექტის მშენებლობა განაახლა, 7 პროექტი უკვე დაასრულა, რის შედეგად “ცენტრ-პოინტის” 1700 მობინადრე დაკმაყოფილდა. სამშენებლო სამუშაოებსა და პროექტების რეაბილიტაციაში კომპანიამ მთლიანობაში 23 მილიონი ლარი დახარჯა. კომპანია პროექტ “ცენტრ პოინტზე” მთლიანობაში 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...