planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამართულ რეგიონალურ კონფერენციაში “ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში” მიიღო. ორდღიანი რეგიონული კონფერენცია სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიხსნა, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობას ეძღვნება. შეხვედრა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ არის ორგანიზებული. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ძირითადი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტარ ქალთა გამოცდილების გაზიარება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული ღონისძიებების გამოსავლენად. შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიერ პროფესიული და პირადი/ოჯახური ცხოვრების შეთავსების შესაძლებლობას. კერვალიშვილმა პოლიტიკაში ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. “ასეთი ტიპის შეხვედრები ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან 2012 წელს საქართველო არჩევნების რეჟიმში იმყოფება და თავისთავად გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კერვალიშვილმა. პრესსამსახურის ინფირმაციითვე, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე ბორის იაროშევიჩი და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის თავმჯდომარე კატერინა ბოლონესე. ასევე, შეხვედრას ესწრებიან აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს სამდივნოს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts