planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59913.jpgამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები არ შექმნიათ. გავრცელებული ცნობით, არც ერთ მათგანს ადგილობრივი საელჩოსთვის არ მიუმართავს. თუმცა ცნობილია, რომ დაკავებულია ერთი პირი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის შესაძლოა საქართველოს მოქალაქე იყოს. მისი ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. დამასკოში აფეთქებებისა და სროლის ხმა თითქმის გაუჩერებლად ისმის. ბოლო დღეების განმავლობაში სირიაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. დედაქალაქთან ერთად შეტაკებების კიდევ ერთ ეპიცენტრადაა ქცეული ქალაქი ჰომსი. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, ამგვარი ქმედებები საბოლოოდ უთხრის ძირს ასადის რეჟიმის ლეგიტიმურობას. დღეს ქვეყანაში ჩასვლას გეგმავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლავროვთან ერთად დამასკოში ჩადის რუსული დაზვერვის შეფიც. ბაშარ ასადზე ზეწოლას შეერთებული შტატები გაეროში არაბული ლიგის სამოქმედო გეგმის დაბლოკვის შემდეგ საკუთარი ძალისხმევით და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით აპირებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. სირიიდან ამერიკამ დიპლომატები სრული შემადგენლობით უკვე გამოიწვია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts