planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59914.jpgუძლიერესი ყინვის გამო გაიყინა შავი ზღვა. სევასტოპოლი, ქერჩი, ევპატორია, ოდესა და კიდევ რამდენიმე პორტის ნაპირთან წყალი მთლიანად გაყინულია. ევპატორიაში ყინულმა წყლის 2 კვადრატული კილომეტრის ფართობი დაფარა. ოდესაში კი ნაპირიდან 100 მეტრში მცირე ზომის აისბერგები ჩანს. მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი ანომალია ისტორიას უკვე 30 წელია არ ახსოვს. ბოლოს შავი ზღვა ოდესის სანაპიროსთან 1977 წელს გაიყინა. ძლიერი ყინვის გამო, რომელსაც მარტო უკრაინაში 135 ადამიანი ემსხვერპლა, უკრაინის ყველა პორტი 15 თებერვლამდე დაიხურა. მსგავსი ვითარებაა ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროებთანაც. დახურულია რუმინეთის ერთ-ერთი უდიდესი პორტი - კონსტანცა, სადაც ზღვა ნაპირიდან ასი მეტრის მანძილზეა გაყინული. ყინულის სისქე თითქმის 40 სმ-ს აღწევს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts