Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 7 თებერვალი


Recommended Posts

7 თებერვალს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან კერვალიშვილი გახსნის ორდღიან შეხვედრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც მიეძღვნება ქალთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასი’.

 

7 თებერვალს, 10:15 საათზე, სასტუმრო ‘ჰოლიდეი ინ’-ში (საკონფერენციო დარბაზი ‘აჭარა’) გარემოს დაცვის მინისტრი, გოგა ხაჩიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება და სამინისტროს სამომავლო გეგმებს გააცნობს.

 

7 თებერვალს, 10.50 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატების’ ლიდერები და პარტიის წევრები ქდმ-ის იუბილეს, მამა დავითზე მსვლელობით აღნიშნავენ.

 

7 თებერვალს, 11:00 საათზე, ‘პრაიმ თაიმის’ პრესკლუბში, საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო წიქარიშვილი და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელი, მამუკა სამხარაძე, საქართველოში მიმდინარე დამისამართების პროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

 

7 თებერვალს, 12.00 საათზე, მეტროს სადგურ ‘რუსთაველთან’, ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე პირი მონაწილეობას მიიღებს პრესის პოპულარიზაციის აქციაში.

 

7 თებერვალს, 12:00 საათზე, ‘სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის’, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზე, სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ.

 

7 თებერვალს, 12:00 საათზე, ‘საქართველოს ბანკის’ ახალ სათავო ოფისში, ბანკის გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ‘ახალი ტიპის American Express Business საკრედიტო ბარათი’.

მის: გაგარინის7 თებერვალს, 12:00 საათზე, ‘თავისუფალი საქართველო’ ბიძინა ივანიშვილის წინადადებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: ფალიაშვილის ქ. #33 ა.

 

7 თებერვალს, 13:00 საათზე, კომპანია ‘ცენტრ პოინტის’ მიერ დაზარალებული მესაკუთრეები საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ, რომელთაც ‘რესპუბლიკური პარტიის’ ერთ-ერთი ლიდერი და საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი აქციას შეუერთდება.

 

7 თებერვალს, 13.00 საათზე, ‘თავისუფალი დემოკრატების’ საკრებულოს დეპუტატი, ზურაბ აბაშიძე სითი-პარკთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კანდელაკის ქ. #47.

 

7 თებერვალს, 13.00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, ‘ქართული დასის’ სათათბირო ოთახში (#302) ‘ქართული დასის’ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს.

თემა: ‘საგაზაფხულო სესიის სამუშაო გეგმა და ახალი საკანონმდებლო ინიციატივა’.

 

7 თებერვალს, 14:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ ‘ჯაზუში’ ‘გადაარჩინე სიცოცხლე’ სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ’2012 წლის 9 თებერვალს ზურაბ ვაზაგაშვილს 28 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება გეგმავს რიგ ღონისძიებებს, რაც გახმოვანდება სპეციალურ ბრიფინგზე’.

 

7 თებერვალს, 14.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატები’ იუბილესთან დაკავშირებით სასტუმრო ‘რედისონში’ სამეცნიერო კონფერენციას გამართავენ.

 

7 თებერვალს, 14:15 საათზე, USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ოფიციალურად გახსნის.

მის: ქუთაისი, პუშკინის ქ #6.

 

7 თებერვალს15:00 საათზე, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ‘ახალი მემარჯვენეების’ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რეგიონის პოლიტიკური კურატორის წარდგენა; რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის წარდგენა და სოფლად არსებული პრობლემები.

მის: ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქ. #14.

საკონტაქტო პირი რუსუდან გურჩიანი – 599 55 29 49.

 

7 თებერვალს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედია-კავშირ ‘ობიექტივის’ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა გობეჩიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

7 თებერვალს, 19:00 საათზე, ‘თიბისი’ გალერეაში, ლაშა ბუღაძის ახალი წიგნის ‘ნავიგატორი’ პრეზენტაცია გაიმართება.

 

7 თებერვალს, 19.00 საათზე, წიგნის მაღაზია ‘დიოგენეში’ თანამედროვე ქართველი მწერლის, ფილმ ‘seaZone’-ის სცენარისტის, გურამ მეგრელიშვილის მეშვიდე წიგნის, ახალი რომანის ‘მოდელი 18/12′-ის პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: აფაქიძის #9, წიგნის მაღაზია ‘დიოგენე’( სპორტის სასახლის გევრდით).,

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...