planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59908.jpgმსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს საქართველოს საპატიმროებში იხდიან, შეძლებენ მათთვის მისჯილი ვადა პროფესიული განათლების მიღებას მოახმარონ. ამისათვის იქ საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სახლები გახსნება. მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში კი მათ უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაეხმარებიან. სწავლის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებსაც მიიღებენ. ასეთი ცენტრი უკვე ამოქმედდა ქსნის მე-15 დაწესებულებაში, რომელიც პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სანდრო კვიტაშვილმა ერთად გახსნეს. მსგავსი საგანმანათლებლო ცენტრები, ეტაპობრივად, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გაიხსნება და პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულისთვის გახდება ხელმისაწვდომი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts