planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bloomberg.jpg ელენა ბედველი ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცახდა, რომ ის დემონტრაციების ორგანიზებას დაიწყებს, თუ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა გააყალბებს ამა წლის საპარლამენტო არჩევნებს, იტყობინება „ასავალ-დასავალი“. „თუ ისინი განაგრძობენ გაყალბებას ხმების 20 პროცენტიდან 30 პროცენტამდე, ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ანგელოზებივით არ მოვიქცევით,“ განაცხადა ივანიშვილმა, ამას იტყობინებოდა თბილისური გაზეთი. „ჩვენ გამოვალთ ქუჩაში და დავიცავთ ჩვენს ხმებს. ჩვენ მივმართავთ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას.“ ივანიშვილმა, რომლის ქონებაც მარტში ჟურნალმა „ფორბსმა“ $5.5 მილიარდ დოლარად შეაფასა, ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანიც სააკაშვილის ძალაუფლებასთას დაპირისპირებაა. ის ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას მისი მოქალაქეობის აღდგენის შესახებ. მას მოქალაქეობა 11 ოქტომბერს ჩამოართვეს. საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები ერთი წლის შემდეგ. ივანიშვილი ამბობს, რომ მას სურს ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანად განხორციელდეს. მანანა მანჯგალაძემ, სააკაშვილის სპიკერმა განაცხადა, რომ არ წაუკითხავს სტატია და უარი თქვა კომენტარზე, როდესაც მას Bloomberg News-ი დაუკავშირდა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts