Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ბიძინა ივანიშვილი: პირველ წლებში "სოროსის ფონდში" მეც ვრიცხავდი თანხებს


Recommended Posts

21:33 06.02.2012

ორშაბათის ნომერში "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ–დასავალი", სადაც საუბარია სახელმწიფო უწყებების დაფინანსების საკითხზე:

 

http://4.bp.blogspot.com/-knsFh7ctlfk/TzAO1r2TvmI/AAAAAAAAGJ0/yotUB7fqLT4/s200/bidzina%2Bivanishvili.gifბიძინა ივანიშვილი: პატრულისთვის ჩვეულებრივი მანქანები იყიდეს ჩემი ფულით. გიმეორებთ: არავითარი სპეცმანქანები ჩემი ფინანსებით არ შეუძენიათ! 7 ნოემბერს რომ გამოიყენეს, მაშინ დავინახე მეც, რომ მსგავსი მანქანები ჰქონდათ...

 

მე მაქვს ჩემი ადამიანური, ცხოვრებისეული მკვეთრი პოზიციები და რა თქმა უნდა, მსგავსი ტექნიკის შეძენაში მე არავითარ შემთხვევშაი არ დავეხმარებოდი! ეს არის ჩემი ოფიციალური პოზიციაც და პასუხიც! მეტსაც გეტყვით: ესენი ვერც გაბედავდნენ ჩემი ფულით იმ იარაღისა თუ ტყვია-წამლის შეძენას, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ნათელაშვილი და სხვები! გიმეორებთ: ჩემი ფულით სამხედროებს ტანსაცმელი უყიდეს და სხვათაშორის, პირველი სამხედრო ფეხსაცმლის შემოტანას პირადად ვაკონტროლებდი. იმის შემდეგ სამმაგ ფასში იყიდეს იგივე ფეხსაცმელები და თანაც იმავე კომპანიისგან! ეგრევე ფულის კეთება დაიწყეს მერე.

 

მე დავაფინანსე გარნიზონების მშენებლობა... თანხის ზუსტი რაოდენობა ახლა არ მახსოვს, მაგრამ იმდენი იყო, რომ ყველა გარნიზონის მშენებლობას უნდა ჰყოფნოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ ვაკონტროლებდი ამ თანხის ხარჯვით პროცესს. ოქრუაშვილის წასვლის პერიოდი იყო და მას "აწერდნენ" ამ თანხების გაქრობასაც... პირველ წლებში "სოროსის ფონდში" მეც ვრიცხავდი თანხებს, რათა სახელმწიფო მოხელეებს ხელფასები მომატებოდათ და ამით, გარკვეულწილად, მართლა რეალურად დავამარცხეთ იმ წლებში კორუფცია...

 

როგორც თავად აცხადებთ, და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა ოპოზიციის წევრთა მოსყიდვა და დაშანტაჟება... პირდაპირ გკითხავთ - თქვენს მიერ გაღებული ფინანსებით ვაჭრობდა ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებთან? ანუ, თქვენი ფული იხარჯებოდა მათ მოსყიდვა-დაშანტაჟებაზე?

 

- ცალსახად გიპასუხებთ: არა! არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, მიშას მსგავსი საქმეებისთვის ჩემთვის ფული ეთხოვოს! როგორ გეკადრებათ? მაგას როგორ გამიბედავდა? ყველაფერი, რაც გაკეთდა ჩემს მიერ, იყო გამჭვირვალე და ოფიციალურად დაფინანსებული! ერთი იყო სოროსის ფონდად წოდებული ფონდი და მეორე - საქართველოს გადარჩენისა თუ ძალოვან სამინისტროების განვითარების ფონდი, ზუსტი დასახელება ახლა არ მახსოვს. თუ საჭიროდ ჩათვლით, მაგასაც დაგიზუსტებთ. ხმამაღლა ვაცხადებ: ყველაფერი ჩემი ინიციატივით კეთდებოდა!

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-5041951736374541819?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...