planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 /get_img?ImageId=6213 შვეიცარიის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება თურქეთის სახელმწიფო მინისტრის ევროპის საკითხებში, ეგემენ ბაგისის წინააღმდეგ. მან სომეხთა გენოციდი უარყო. მინისტრის წინააღმდეგ საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მან დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან დაბრუნებულმა, ციურიხში გამოსვლისას განაცხდა, რომ სომეხთა გენოციდი არ მომხდარა. “დღეს მე ვაცხადებ, რომ 1915 წლის მოვლენები არ იყო გენოციდი. მოდით და დამაკავეთ. ეს კანონები არაფერია, თუ არა უბრალოდ ქაღალდების ნაჭერი,” – განაცხადა თურქმა მინისტრმა. თურქულ სააგენტო “ანატოლი ნიუს”–თან ინტერვიუში ციურიხის პროკურორმა კრისტინა ბრაუშვაიგმა დაადასტურა, რომ მინისტრის წინააღმდეგ დაიწყო საქმის წარმოება და ის მიმდინარეობს შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. შეგახსენებთ, იანვარში საფრანგეთის სენატმა მიიღო სომეხთა გენოციდის არაღიარების კრიმინალიზაციის შესახებ ქვედა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული კანონი. კანონში ჩაწერილი ტექსტის მიხედვით, პირი, ვინც I მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს არ აღიარებს, დაჯარიმდება 45 ათასი ევროთი, ან მიესჯება ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts