planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/1-300x115.pngკომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, წყალსადენის 150-200 მმ-იან ქსელებზე მომხდარი დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, ხვალ, 11:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ერისთავის, ზვარეთის, იფნევის, ახალდაბის, გოგაშენის, ბჟოლიეთის, კვერაულის, ზესტაფონის, ბეჟანიშვილის, წიწამურის, ეროსი მანჯგალაძის, მახინჯაურის, ცისარტყელას, რკინიგზისა და მათ მიმდებარე ქუჩებს . ასევე, გურამიშვილის გამზირს – სანზონამდე. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს კომპანიის საავარიო ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან. ავარიული მონაკვეთების რეაბილიტაცია, ერთდროულად, წყალსადენის სამ მონაკვევეთზე წარიმართება: მანჯგალაძე-მიქაუტაძის, დადიანი-კოხრეიძის და მანჯგალაძე-ხუდადოვის ქუჩების კვეთაზე. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts