Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ,,საქპატენტის” დელეგაცია ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/uzbeketi1s.jpgინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის” დელეგაცია  ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

 

საქპატენტის ინფორმაცით, ვიზიტის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ შეხვედრები გამართა უზბეკეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ასაჯონ ხოჯაევთან.

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საკითხები. განხილული იყო ასევე მიმდინარე საქმიანობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, მომავალი გეგმები და სტრატეგიები. 

 

ირაკლი ღვალაძემ და ასაჯონ ხოჯაევმა ხელი მოაწერეს შეხვედრის შემაჯამებელ ოქმს, სადაც განისაზღვრა, რომ მხარეები გააქტიურებენ მუშაობას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მიზნით.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...