Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ხათუნა კალმახელიძემ სანდრო კვიტაშვილთან ერთად ქსნის №15 დაწესებულების ტერიტორიაზე ”საგანმანათლებლო -სარეაბილიტაციო სახლი” გახსნა


Recommended Posts

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ სანდრო კვიტაშვილთან ერთად ქსნის №15 დაწესებულების ტერიტორიაზე   ”საგანმანათლებლო -სარეაბილიტაციო სახლი” გახსნა.

 

პენიტენციურ სისტემაში პროფესიული განათლების დანერგვის შედეგად ქსნის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს  დაეუფლონ.

 

უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმების შედეგად, მსჯავრდებულებს სხვადასხვა პროფესიას უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეასწავლიან .

 

 

 

სწავლების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები, რომელსაც სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენებენ.

 

 

 

”საგანმანათლებლო – სარეაბილიტაციო სახლები”,  ეტაპობრივად, ყველა დაწესებულებაში  ამოქმედდება. შესაბამისად, პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

 

მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...