planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/121.jpegთბილისის მერი, გიგი უგულავა ახალი სამსახურის – 112-ის მომასახურების საფასურის დაწესებას აუცილებლობით ხსნის. როგორც უგულავამ განმარტა, იმისთვის, რომ 112-ის მომსახურება ყველა ადამიანისთვის იყოს უფასო, მისი თანაბარი პროპორციის მიხედვით გადახდა მოხდება. “მსგავსი მეთოდი უზრუნველყოფს, რომ ინდივიდუალური ზარი უფასო იყოს, სხვა შემთხვევაში ინდივიდუალური ზარის გაფასიანება გამოგვივიდოდა. 112-ის მომსახურება არ გულისხმობს მხოლოდ სახანძრო და სამაშველო მომსახურებას, მისი ფუნქციები ბევრად ფართოა,“ – განაცხადა უგულავამ. მისივე თქმით,112-ის მომსახურების მოდელი ევროპიდანაა გადმოღებული. ახალი სამსახურის – 112-ის მომსახურება ფასიანი მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან გახდა. 112-ის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან ყოველთვიურად 0,20 ლარი, იურიდიულ პირებს კი – 0, 50 ლარი ეჭრებათ, მიუხედავად იმისა, ისარგებლეს თუ არა აღნიშნული მომსახურებით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts