Jump to content
Planeta.Ge

ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო წერილი


Recommended Posts

The Washington Post]

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებით აპროტესტებს ნებისმიერ შედარებას მასსა და მის მოსისხლე მტერს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმერ პუტინს შორის. ”ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო კოლეგიასთან გასული კვირის შეხვედრაზე, მან მრისხანედ ჩამოთვალა სხვაობები: პუტინის რეჟიმი კორუფციას ეფუძნება, მაშინ, როდესაც მისი იმითაა ცნობილი, რომ გაწმინდა ერთ დროს გასვრილი პოლიცია და ბიუროკრატია. პუტინი ეომება უმცირესობებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ რელიგიური პლურალიზმის დასაცავად სპეციალური კანონი მიიღო; პუტინი ხშირად ეწინააღმდეგება აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, მაშინ, როდესაც საქართველო ამერიკის მტკიცე მოკავშირეა და აორმაგებს თავის კონტინგენტს ავღანეთში.

 

მაშინ რატომღა ხვდება ქართველი ლიდერი იმავე კონტექსტში ძალაუფლებისმოყვარე რუს კაცთან? 2012 და 2013 წელს სააკაშვილს, რომლის მმართველობის ვადაც იწურება, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ელის. მან უარი განაცხადა იმის გამორიცხვაზე, რომ პუტინის მიერ დაპატენტებული მანევრის გამეორებას გეგმავს. სააკაშვილმა გასულ წელს ისეთ რეფორმას დაუჭირა მხარი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ პრეზიდენტის პოზიცია შეასუსტა, ხოლო ჩვენთან შეხვედრისას, ამ ორი თანამდებობის ერთმანეთით შეცვლის შესაძლებლობა, ზუსტად ისე, როგორც ეს პუტინმა გააკეთა 2008 წელს, ღიად დატოვა – ”მე არ მინდა ვიქცე გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck)” – გვითხრა მან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის პირად ამბიციებს, გამართლებული იყო. არჩევნები საქართველოში, მიუხედავად მისი ხარვეზებისა, უფრო სამართლიანი და თავისუფალია, ვიდრე რუსეთში. რეალურად სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის პიონერი იყო ლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით, ვაშინგტონში მისი ორპარტიული მხარდაჭერის მიზეზი გახდა და იმიტომ იქცა ის თავის რეგიონში, კავკასიაში, ნატოსა და ევროკავშირი გაწევრიანების წამყვან კანდიდატად.

 

მაგრამ აი ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია: თუ მომავალი არჩევნების შედეგად შეიქმნება მთავრობა, სადაც დომინანტური როლი ექნება ისევ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაშია 2003 წლის ”ვარდების რევოლუციიდან”, მისი მოკავშირეები შეერთებულ შტატებში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ალბათ, იმ დასკვნამდე მივლენ, რომ ის სულაც არ არის გამონაკლისი რეგიონში. ქვეყნის ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო, ძველებურად მყიფეა. მედიის დამოუკიდებლობა – მერყევია. სააკაშვილის პარტია, ალბათ, დომინანტური იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. თუ ქართული დემოკრატია განმტკიცებას აპირებს, სააკაშვილმა პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო ვადებს და გზა დაუთმოს სხვა ლიდერებს.

 

პრეზიდენტმა ობამამ, რომელსაც გასული სამი წლის განმავლობაში სააკაშვილისგან თავი შორს ეჭირა, გასულ კვირას ის თეთრ სახლში მიიღო. ეს ნაწილობრივ იყო ჯილდო იმისთვის, რომ, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ამჟამინდელი ოკუპაციისა, საქართველომ რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაუშვა; გარდა ამისა, ამით ობამამ რესპუბლიკელების იმ პრეტენზიებსაც უპასუხა, რომელთა თანახმად, სააკაშვილი აშშ-ს ერთ-ერთი მოკავშირეა და ობამა მას არაფრად აგდებს. თავის მხრივ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია. ამ შეხვერდაზე ობამამ მას სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვის პირობა მისცა.

 

 

მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველმა პრეზიდენტმა ობამას ეს ნათქვამიც გაიგონა: ”ჩვენ ველით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს” და იმას, რომ ”საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა”. თუ ვაშინგტონი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაასკვნის, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, საქართველოს დიდი პრობლემები ელის იმისდა მიუხედავად გაიმარჯვებს ობამა არჩევნებში, თუ არა.

 

http://www.presage.tv/?m=politics&AID=9776

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველმა პრეზიდენტმა ობამას ეს ნათქვამიც გაიგონა: ”ჩვენ ველით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს” და იმას, რომ ”საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა”. თუ ვაშინგტონი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაასკვნის, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, საქართველოს დიდი პრობლემები ელის იმისდა მიუხედავად გაიმარჯვებს ობამა არჩევნებში, თუ არა.

 

 

თუ არ წაიყრუა , კი უნდა გაეგონა მიშნაცბანდას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

თუ არ წაიყრუა , კი უნდა გაეგონა მიშნაცბანდას...

წაიყრუებენ და დაერხევათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

12 მომხმარებელი კითხულობს თემას

2 მომხმარებელი, 10 სტუმარი

 

:))

ეს მხიბლავს ძალიან...

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

 

რა ვქნა, აბა, აქეთ არ ვიყავი სულ? მარა დავიღალე, რომ დავწერდი რამეს 1 საათი ველოდებოდი სხვა თუ უპასუხებდა და მაგდენი დრო არ მაქვს რომ კომპთან ვიჯდე. ამიტო იქით შევდივარ ხოლმე. ლაშასაც ვესაუბრე ამაზე და გაგებით შეხვდა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ეგ იმიტომ , რომ სუყველა იქით ხართ გაკრეფილები...:)

მართალი ხარ ისე, არ გედავები..

მაგრამ აქეთაც შემოიხედე ხოლმე, თორემ საყვედური პირად საქმეში არ აგცდება...:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და სადაა აქ ვაშინგტონის გაფრთხილება?

გაზეთის გაფრთხილება კი ბატონო :)

მაგრამ აბა ვაშინგტონი? როგორც ოფიციალური ორგანო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველმა პრეზიდენტმა ობამას ეს ნათქვამიც გაიგონა: ”ჩვენ ველით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს” და იმას, რომ ”საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა”

 

ზუსტად ეგ სიტყვები ვერ გაიგონა მიშამ. ყველა ბრუნვაში განიხილავენ ნაცები და დაასკვნეს, რომ ეგრე არ უთქვამსო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომისარი

პირველივე პოსტად ეგ უნდა იკითხო?? :viking:

არაფერიც არ ჭირს, მუშაობს ფორუმი კაკ აბიჩნა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

და სადაა აქ ვაშინგტონის გაფრთხილება?

გაზეთის გაფრთხილება კი ბატონო

მაგრამ აბა ვაშინგტონი? როგორც ოფიციალური ორგანო?

კარგი რა :read:

 

კომისარი

რა ჭირს ფორუმს?

რომელი ფორუმი? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...