planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59902.jpgმიმდინარე კვირას პარლამენტი მუშაობას განაახლებს - საგაზაფხულო სესია ხვალ ბიუროს სხდომით გაიხსნება. დეპუტატები საკომიტეტო მოსმენების დღის წესრიგს დაამტკიცებენ. საკანონმდებლო ორგანო რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე აპირებს მუშაობის გაგრძელებას, მათ შორის, ანტინარკოტიკულ პაკეტზე. საგაზაფხულო სესიაზევე იგეგმება ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ეკონომიკური კანონპროექტების დამტკიცება და პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის ინიცირება, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ შემოდგომაზე არჩევნებია და პარლამენტი სრული დატვირთვით ვერ იმუშავებს, კანონმდებლებს ინტენსიური მუშაობა მანამდე მოუწევთ. ბაქრაძემ ძირითად მიმართულებად ეკონომიკური პროგრამები და პოლიტიკური რეფორმები დაასახელა. `ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროექტები, რომელიც ემსახურება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას და პოლიტიკური რეფორმები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიზაციას,`- განაცხადა ბაქრაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts