Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ბრიფინგი საგარეო საქმეთა სამინისტროში


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59901.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ გასული კვირის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა შეაჯამა, მათ შორის პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ ობამასთან გამართული შეხვედრის შედეგები და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია.

 

ნიკოლოზ ვაშაკიძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლასა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივაზე. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა იმ შეხვედრებზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა და ქართულმა დელეგაციამ გამართა ვაშინგტონში და ასევე იმ ვიზიტებზე, რომელიც ამ შეხვედრების დროს დაიგეგმა.

 

`ქალბატონი კლინტონი ახლო მომავალში აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, რათა მან უხელმძღვანელოს ამერიკის მხარეს ჩვენ შორის უკვე არსებულ საკმაოდ ნაყოფიერ ფორმატში მორიგ გასამართავ შეხვედრაზე - ეს არის შეხვედრა უსაფრთხოების ქარტიის ფარგლებში,`- განაცხადა ვაშაკიძემ და დასძინა, რომ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე საქართველომ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა იმ რეფორმებისთვის, რომელსაც მთავრობა ბოლო წლებია ატარებს.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...