planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgლეიბორისტები პარლამენტში ახალი კანონპროექტის შეტანას გეგმავენ. შრომის პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების აკრძალვას. გიორგი გუგავას განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში უკვე ათასობით ჰექტარი მიწაა გადასული და, ლეიბორისტების აზრით, ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. `სააკაშვილი ურცხვად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ გაჩუქება-გაყიდვას, რის შედეგადაც ქართულ მიწებს მასობრივად ეპატრონებიან ინდოელები, ჩინელები, არაბები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ნაწილ-ნაწილ გაიყიდება,`- განაცხადა პრესკონფერენციაზე გიორგი გუგავამ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts