planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgპარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განახლებული ბიბლიოთეკა გახსნეს. ბიბლიოთეკის ფოიეში, სპეციალიზებულ (საბიბლიოთეკო) კარადებსა და საგამოფენო სტენდებზე XVIII, XIX და XX საუკუნეების უნიკალური გამოცემებია განთავსებული, მათ შორის, უიშვიათესი ეგზემპლარები, რომელთა ანალოგი არც ერთ ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება. საბიბლიოთეკო ერთეულები წარმოდგენილია ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ლათინურ, ბერძნულ და რუსულ ენებზე. წიგნების ელექტრონულ ვერსიათა დარბაზში განთავსებულია ინტერნეტში ჩართული 100 კომპიუტერი. აქვე დაცულია ლიტერატურა, რომელიც შეესაბამება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სპეციალობას, აქვეა მათი ელექტრონული ვერსიები. დაშვება სპეციალურ ფონდთან თავისუფალია. პრესის დარბაზი აღჭურვილია 12 პერსონალური კომპიუტერით და რამდენიმე ათეული დასახელების ადგილობრივი და უცხოური სამეცნიერო პერიოდული გამოცემით. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts