planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59903.jpgძლიერი ყინვის გამო მცხეთაში მტკვარი გაიყინა. არაგვის შესართავთან მდინარე რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ყინულმა დაფარა. სინოპტიკოსები დღეს და ხვალ ამინდის გაუჯობესებას ელოდებიან, თუმცა 8 თებერვლიდან ისევ აცივდება. მოსალოდნელია ინტენსიური თოვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ტემპერატურა ისევ მკვეთრად დაეცემა. არამდგრადი ამინდი 12 თებერვლამდე შენარჩუნდება. დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია. გაიხსნა ჯვრის უღელტეხილიც, რომელიც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილი იყო. ამჟამად იქ მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის ნებადართულია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts