lasha_alo Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 (edited) "ეროვნული ფორუმი" ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრი გახდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ფორუმის" ლიდერმა, კახა შარტავამ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ახალ კოალიციას აქვს სურვილი, "ეროვნული ფორუმი", როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მას შეუერთდეს."ჩვენი მხრიდანაც არის პოზიტიური განწყობა და შევთანხმდით, რომ "ეროვნული ფორუმი" ახალი კოალიციის წევრი გახდება. ამ საკითხს ჩვენს აქტივს გავაცნობთ, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, დადებითად იქნება აღქმული. დანარჩენი საკითხები, კოალიციის ფორმირების წესი და სხვა დეტალები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი და გამოცხადდება", - განაცხადა კახა შარტავამ.მისივე განმარტებით, კოალიციის ოფიციალურად შექმნამდე საზოგადოებას იმ პარტიის საინიციატივო ჯგუფი უნდა წარედგინოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები ქმნიან.შარტავას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პარტიისა და ახალი კოალიციის ფორმირება, სავარაუდოდ, თებერვალში მოხდება.დღევანდელი შეხვედრით, რომელიც მთაწმინდაზე მდებარე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა, "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კმაყოფილია. შარტავას განცხადებით, კონსულტაციებმა მეგობრულ გარემოში ჩაიარა. შეხვედრაზე, "ეროვნული ფორუმის" ლიდერის გარდა, იმყოფებოდნენ "ფორუმელები" გუბაზ სანიკიძე და რევაზ შავიშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.http://www.youtube.com/watch?v=n7POovNI26o&feature=youtu.be Edited February 6, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 ერთადერთი პოლიტიკური ძალა ალბათ რომლის მირებაც კოალიციაში შეიძლებოდა.ვინმე თუ სხვას დამისახელებს მადლობელი ვიქნები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 წავა ახლა გუბაზის და ხინკალის თემაზე ღადავი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება! ,,სააკა დედ" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 წავა ახლა გუბაზის და ხინკალის თემაზე ღადავი ვისაც გუბაზი არ მოსწონს, მოუდღან ბენდუქიძე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 (edited) ერთადერთი პოლიტიკური ძალა ალბათ რომლის მირებაც კოალიციაში შეიძლებოდა.ვინმე თუ სხვას დამისახელებს მადლობელი ვიქნები.თუ გახსოვს ძუკუ მაგას ვიძახდი, რესპები ალასანია და ფორუმი დაიყენოს ბიძინამ თქვა გვერდით და ახლა მეტი რაღა მინდა სრული ბედნიერებისთვის , მოკლედ, ჩემი პოლიტ გემოვნება სრულად დაკმაყოფილებულია, ფორუმის გარეშე კერძს სუნელი აკლდა Edited February 6, 2012 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 მოკლედ, ჩემი პოლიტ გემოვნება სრულად დაკმაყოფილებულია, ფორუმის გარეშე კერძს სუნელი აკლდა რავი მეზობელ თემაში ევროპელი თანაფორუმელი გვიმტკიცებს "სულ დაიბნა"-ო ბიძინაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 მოკლედ, ჩემი პოლიტ გემოვნება სრულად დაკმაყოფილებულია, ფორუმის გარეშე კერძს სუნელი აკლდა ეგ კერძი უკვე აჯაფსანდალს დაემსგავსა :givi: მაგრა არ მევასება აჯაფსანდალი ცალ-ცალკე ყველაფერი კარგია მარა ერთმანეთში არეული საშინელებაა :yes: თან გასათვალისწინებელი ისიცაა რო აჯაფსანდალი სეზონური კერძია(ინგრედიენტების გამო,რომლებიც მხოლოდ ზაფხულშია ხელმისაწვდომი)და ბიძინას აჯაფსანდალიც ვერ გაქაჩავს დიდხანსაი ხაშლამა რო გაეკეთებინა სხვა ამბავია ) ) ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 რავი მეზობელ თემაში ევროპელი თანაფორუმელი გვიმტკიცებს "სულ დაიბნა"-ო ბიძინაო რომელი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 ეგ კერძი უკვე აჯაფსანდალს დაემსგავსა :givi: მაგრა არ მევასება აჯაფსანდალი ცალ-ცალკე ყველაფერი კარგია მარა ერთმანეთში არეული საშინელებაა :yes: თან გასათვალისწინებელი ისიცაა რო აჯაფსანდალი სეზონური კერძია(ინგრედიენტების გამო,რომლებიც მხოლოდ ზაფხულშია ხელმისაწვდომი)და ბიძინას აჯაფსანდალიც ვერ გაქაჩავს დიდხანსაი ხაშლამა რო გაეკეთებინა სხვა ამბავია ) ) )ქართულ საზოგადოებას აქვს არჩევანი,დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, ვისაც რა გეეხარდება,აჯაფსანდალისა არ იყოს, არაა ხელწამოსაკრავი კერძი, სენიორ პომიდორთან ერთად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 GeoStreamრავი მეზობელ თემაში ევროპელი თანაფორუმელი გვიმტკიცებს "სულ დაიბნა"-ო ბიძინაო გვარს არ დავასახელებ, ზოგიერთს თავიდანვე ეტყობოდა მიშასადმი ფარული ტრფობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 ძალიან კარგი.. მივესალმები კოალიციას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 laciძალიან კარგი.. მივესალმები კოალიციას...+1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 თან გასათვალისწინებელი ისიცაა რო აჯაფსანდალი სეზონური კერძია(ინგრედიენტების გამო,რომლებიც მხოლოდ ზაფხულშია ხელმისაწვდომი)და ბიძინას აჯაფსანდალიც ვერ გაქაჩავს დიდხანსmama აჯაფსანდალი სეზონური არ არის, ყოველთვის შეგიძლია გააკეთო..და მაგარი გემრიელობაცაა სხვათაშორის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 აჯაფსანდალი სეზონური არ არის, ყოველთვის შეგიძლია გააკეთო..ბიძოს შესაძლებლობის კაცს კი შეუძლია ამ ზამტარში ბადრიჯანი გაჩიტოს მარა უბრალო მოკვდავებმა რა ვქნათ :007: :user: :user: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 mamaმეც უბრალო მოკვდავი ვარ და აჯაფსანდალსაც ვაკეთებ როცა მინდა მაშინ...ისე რა კარგი იდეაა აჯაფსანდალი,,ხვალ გავაკეთებ ,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.