planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 რამდენიმე საათის წინ ფილიპინებში 6.7 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ”როიტერი” ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა სანაპირო ზონის მოსახლეობა ტალღების სიმაღლის გაზრდის გამო გააფრთხილა, თუმცა, ევაკუაცია არ გამოცხადებულა. ასევე გაფრთხილებულნი არიან ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანები, რადგან შესაძლოა, მიწისძვრის ბიძგები კვლავ განმეორდეს. სპეციალისტების თქმით, უფრო დიდი მასშტაბის ცუნამი მოსალოდნელი არ არის. ფილიპინების სეისმოლოგიის ინსტიტუტის წარმოამდგენლების თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრში სუსტი შენობა-ნაგბეობეია, რის გამოც, შესაძლოა, ნგრევა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ზუსტი ცნობები ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ არ ვრცელდება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts