planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/dklqcg2pilt723c7eek.jpgტელეწამყვანი და კრიმინალური პოლიციის უფროსის, ერეკლე კოდუას მეუღლე ნანუკა ჟორჟოლიანი მისი ძმის მიხეილ ჟორჟოლიანის დაკავებას ადასტურებს.ნანუკა ჟორჟოლიანმა Facebook-ით ინფორმაცია გაავრცელა რის მიხედვითაც, მიხეილ ჟორჟოლიანი ოთხ მეგობართან ერთად კრიმინალურმა პოლიციამ მცხეთაში დააკავა.”იმიტომ რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, იძულებული გავხდი, გამეკეთებინა განმარტება ჩემთვის ძალიან მტკივნეულ თემაზე!!! ჩემი ძმა, ოთხ ადამიანთან ერთად დააკავეს მარიხუანის (პლანის) უკანონო შეძენა, შენახვა მოხმარების ბრალდებით. დაკავება მცხეთაში მოხდა. სამ პიროვნებას არ ვიცნობ. ერთი ჩემი ძმის მეგობარია. ექსპერტიზის შედეგად, ყველა მათგანს ანალიზში აღმოაჩნდა მხოლოდ მარიხუანა(პლანის) მოქმედება. ჩხრეკის დროს ჩემს ძმას მარიხუანა თან არ ჰქონია. აღნიშნული ნივთიერება იყო ავტომანქანაში, რომელშიც ისინი ისხდნენ. შესაბამისად იმიტომ, რომ კანონით მარიხუანის შეძენა შენახვა ისჯება, პასუხისმგებლობა გადანაწილდა ყველაზე. ყველას მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა და გადაყვანილები არიან გლდანის ციხეში. -აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.ინტერნეტგამოცემა პრესაგე.ტვ-ის ინფორმაციით, მიხეილ ჟორჟოლიანი მეორედ დაიჭირეს. ეს ინფორმაცია სარწმუნო წყარომ მომაწოდა. ჟორჟოლიანთან ერთად “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორის, დავით ზუბიტაშვილის შვილი, ნიკა ზუბიტაშვილიც დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა.შეგახსენებთ, რომ 2010 წლის აპრილში, შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა მიხეილ ჟორჟოლიანი პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით (353-ე მუხლის მეორე ნაწილი) დააკავეს, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს და შემდეგ, გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, სასამართლო დღედმე არ გამართულა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts