planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/vera1-300x199.jpgთურქეთის სანაპიროსთან ტვირთმზიდი ხომალდის „VERA“–ს ჩაიძირვის შედეგად, დაღუპული ქართველის, მექანიკოს მურმან დარსაძის ცხედარს მაშველები კვლავ ეძებენ.თურქეთის ქალაქ ერილის პორტთან სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ქართველი მეზღვაურის ცეხდარის გარდა მაშველები ხუთი მეზღვაურის ცხედარსაც ეძებენ.როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ნაპოვნი ორივე ცხედარი უკრაინელ მეზღვაურებს ეკუთვნის.აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო მყვინთავებმა ტანკერთან მიახლოება მხოლოდ გუშინ შეძლეს.კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი VERA თურქულ პორტ ალიაგასთან ჩაიძირა. მასზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე, ხოლო ცხრა უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.გემი VERA რუსეთიდან თურქეთის ალიაგას პორტში მიცურავდა და ჯართი გადაჰქონდა. წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts