planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/NewsImg.aspx_-300x258.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კომენტარი, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოსალოდნელ სისხლისღვრასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონში ეს კანონზმიერი შედეგია იმ მანკიერი პოლიტიკისა, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციამ თავად გაატარა. „შესაბამისად ამ მძიმე მოვლენებზე და სისიხლისღვრაზე, თუ ეს მოხდა პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. რათქმაუნდა ეს ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და ჩვენ შეშფოთებით და გულისტკივილით ვადევნებთ თვალყურს ამ მოვლენებს. გვაქვს იმედი, რომ სისხლისღვრამდე საქმე არ მივა, თუმცა რუსეთის ქმედებების შედეგად საქმე აქამდე მიყვანილია. იმედს გამოვთქვავთ, რომ სისხლი არ დაიღვრება“,– განაცხადა ვაშაკიძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts