Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/default2.jpegთბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულს გიორგი ელიაშვილს 17-წლიანი პატიმრობა,  ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ალექსანდრე ლუტიძეს 3 წლით და 6 თვით პატიმრობამიუსაჯა,.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 3 ივლისს, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე # 25 კორპუსთან, გიორგი ელიაშვილსა და დევიკო ჯ.-ს ერთმანეთში, “არასათანადოდ” მისალმების გამო, მცირე კონფლიქტი მოუვიდათ. აღნიშნულით გაღიზიანებულმა დევიკო ჯ.-მ შემდგომი ე.წ. საქმის გარჩევის მიზნით, გიორგი ელიაშვილი დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიბარა. წინასწარ შერჩეულ ადგილზე გიორგი ელიაშვილი ალექსანდრე ლუტიძესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მივიდა. მისვლისას მათ ზემოხსენებულ ადგილზე უკვე დახვდნენ დევიკო ჯ. ძმასთან ემზარ ჯ.-სთან და სამ მეგობართან ერთად. მათი ხმამაღალი საუბარი კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც გიორგი ელიაშვილმა თანნაქონი დანით, დევიკო ჯ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით მარჯვენა მხარეს, მკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ გიორგი ელიაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დევიკო ჯ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

ალექსანდრე ლუტიძემ, რომელმაც დაინახა და ნამდვილად იცოდა, რომ გიორგი ელიაშვილის მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღნიშნული ფაქტის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

 

2011 წლის 4 ივლისს სამართალდამცველებმა გიორგი ელიაშვილი თბილისში დააკავეს. მან დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

 

სასამართლოს ცნობით, ღია სასამართლო სხდომაზე გიორგი ელიაშვილმა და ალექსანდრე ლუტიძემ თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მათ მიმართ წარდგენილი ბრალეული ქმედება დადასტურებულ იქნა: მოწმეთა ჩვენებებით, ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, გიორგი ელიაშვილს სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ალექსანდრე ლუტიძეს 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...