planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/ielqxuf_vashakidze-1-300x226.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებაზე გააკეთა, რომლის თქმით, არ არსებობს პოლიტიკური წინააღმდეგობა, რომ ქართული ღვინო და ბორჯომი რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს. როგორც ვაშაკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,კარასინის განცხადება ნიშანდობლივია, რადგან მან ირიბად აღიარა, რომ ადრე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინააღდეგობა არსებობდა. „ეს პროდუქცია ფართოდ იყიდებოდა და იყიდება მსოფლიოს სხვა ბაზარზე უამრავ სახელმწიფოში, მათ შორის იქ სადაც სანიტარული მოთხოვნები უფრო მაღალია ვიდერე რუსეთის ფედერაციაში. არავისთვის საიდუმლო არ არის ის, რომ ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე შესვლა აეკრძალა პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე,–განაცხადა ვაშაკიძემ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ, ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე შევა და განახლდება საქმიანობა, საგარეო უწყება მათ წარმატებას უსურვებს. „ქართული მხარე ამ საკითხს როგორც კერძო ბიზნესის თემას ისე უყურებს, არც პროდუქციის შეწყვეტასთან დაკავშირებით გვქონდა კავშირი და არც შეტანის განახლებასთან“,– განაცხადა ვაშაკიძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts