planetanews Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/12.jpegთბილისში წუხელ, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გამო, ბუნებრივი აირის ნამწვით, სამი ადამიანი მოიწამლა. ოჯახის სამივე წევრი – დედა–შვილი და ოჯახის ახლობელი წუხელვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, თბილისის მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტებს უკვე ჩაუტარდათ სათანადო მკურნალობა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თბილისის მერია კიდევ ერთხელ მიმართავს მოსახლეობას, ისარგებლონ უფასო პროექტ „უსაფრთხო ზამთრით“ და დარეკონ ცხელ ხაზზე, რათა სპეციალისტებმა მათი გაზის გამათბობლები შეამოწმონ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts