Jump to content
Planeta.Ge

ერორი- სააკაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59895.jpg"ხალხს სურს პატივისცემა, კანონის უზენაესობა და თავისუფლება", – ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა.

 

"არ არსებობს თავისუფლების მოპოვებისთვის სახელმძღვანელო, რომ ვასწავლოთ ჩვენს მეგობარ ლიბიელ და ტუნისელ ხალხს.

 

"საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური, მენტალური და რადიკალური პოსტრევოლუციური გამოცდილება შეიძლება არ გვთავაზობს ყველასთვის მორგებად მოდელს, მაგრამ მინდა გაგაცნოთ ის, რაც შესაფერისია. ბარაკ ობამამ თეთრ სახლში რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველო რეგიონისთვის არის მოდელი დემოკრატიის, გამჭვირვალობის, ტრანსფორმაციისა და რეფორმების კუთხით.

 

"რეფორმების მიმართ მხოლოდ მთავრობისა და საზოგადოების ერთიან მიდგომას შეუძლია ხელშესახები შედეგების მოტანა.

 

"ტრანსფორმაცია ცვლის შენი იდენტურობის აღქმას და მოაქვს მენტალური რევოლუცია. შეუძლებელია წინასწარ ვიცოდეთ, პროგრესი როგორი იქნება. საქართველომ დიდ წინსვლას მიაღწია მსოფლიო ბანკის, ტრენსფერენტ ინთერნეშენალის რეიტინგებში, მოსახლეობის აღქმაში - აქედან გამომდინარე შეგვეძლო გვეთქვა, რომ ჩვენი საქმე უკვე გავაკეთეთ. რეფრმა უსასრულოა. ქვეყნის მართვა ნიშნავს გამუდმებით სწავლას. კრიტიკული თვალით შეხედვას, ადაპტაციას და ცვლილებას, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს არ ესმით.

 

"რევოლუციას ახდენს ხალხი, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების პასუხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერა და ამავდროულად ხელისშეშლა მათთვის, ვინც ამ მოძრაობების შეჩერებას ცდილობს.

 

"შეხედეთ ამ ყველაფერს ჩვენი პოზიციიდან. ჩნდება ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულება, რომელიც გამოხატულია რეგიონის ორი ზე ძალის მიერ.

 

"ერთის მხრივ, ეს არის რუსეთი, რომელიც ახლოაღმოსავლეთის თავისუფლების მოძრაობებს აღშფოთებით პასუხობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა არ მიიღონ ამბოხებულებმა. სრულიად არ გამკვირვებია, რომ გაეროში ხმა არ მისცეს რეზოლუციას. ძალიან ლოგიკურია, რაც მოხდა, რადგან მოსმენილი მაქვს მათი განცხადებები ლიბიაზე, ტუნისზე და ეგვიპტეზე. .

 

"მეორე მხარეს კი წარმოადგენს თურქეთი. აქ იმყოფება ჩემი მეგობარი დავით ოღლუ. თურქეთი არის ჩვენი - პოსტრევოლუციური ქვეყნების მოდელი და ცვლილებების აქტიური მხარდამჭერი.

 

"ერთი მთავრობა ცდილობს შეაჩეროს ისტორიის პროგრესი, მეორემ კი გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს მსოფლიოში მიმდინარე რევოლუციებს.

 

"ორივე მხარეს ეკლიანი ღობე ყოფდა. ახლა ეს უკვე აღარ არსებობს და თურქეთთან საზღვარი არა მარტო გახსნილია, არამედ გვაქვს უვიზო, უპასპორტო მიმოსვლა, მაგრამ ამ ადგილიდან 100 კილომეტრის ჩრდილოეთით ახალი რკინის ფარდა გვაქვს, გვყოფს მავთულ-ხლართების რამდენიმე ფენა, სადაც დროდადრო საზღვრის გადაკვეთისას ხალხს კლავენ, ხელს უშლიან ადგილობრივ მცხოვრებლებს თავისუფალ გადაადგილებაში. 500 ათასი ადამიანი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში.

 

"ამ თვალსაზრისით ეს არის იმედის გზავნილი-გლობალურ ძალებს არ აქვთ მომავალი თუ ისინი მოქმედებენ საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლლებს გარეთაც. შემთხვევითი არ არის, რაც ახლა მოსკოვში ხდება.

 

"აშკარაა, ვერ მოატყუებ შენს ხალხს, რომ დიდი იდეა - შენი ღირსება, ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვის თავისუფლება და შენი შვილების მომავალი კი არა არის, არამედ ის, რისი აღდგენაც შეუძლებელია და რომ ნებისმიერი რეფორმა დასავლეთის ტროას ცხენად მიგაჩნია, რომელმაც საბჭოთა კავშირს ძირი გამოუთხარა.

 

ჩემი აზრით რუსეთის სისტემის რღვევის უმოკლესი გზა რეფორმების უარყოფასა და უგულვებელყოფაზე გადის.

ეს არის მესიჯი, რომელიც ვაშინგტონიდან მომაქვს. და ბოლოს, დღეს ბევრს პალარაკობენ, რომ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ისტორია დასრულდა. მოდით შეცდომას ნუღარ დავუშვებთ.

 

"ფაქტია, რომ ჩვენი მხარდაჭერა ამ ხალხისადმი და თქვენიც მნიშვნელოვანია.ნებმისმიერი ლაპარაკი ჩვენი ღირებულებების დაქვეითების შესახებ ყველდღიურად საპირისპიროს ამტკიცებს იმ ქვეყნებში , რომელთა სესახებაც დღეს ვსაუბრობთ. ეს არ გამართლდა არც ცემს ქვეყანაში და არ გამართლდება არც მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში.

 

"მოდით, ნუ დავტოვებთ ყურადღების მიღმა თავისუფლების საყოველთაო მოწოდებას, რომლის მომსწრენი ვართ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. რადგან ამ მოწდებაშია ისტორიის ჭეშმარიტი მამოძრავებელი ძალაც და მნიშვნელობაც," - განაცხადა სააკაშვილმა.

 

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პირველი პირი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს.

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უმაღლესი დონის ფორუმია, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წელს მას მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ესწრებიან. მათ შორისაა ნატოს გენერალური მდივანი, სხვადასხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ლიდერები.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...