Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ქარტიის დადგენილებით მთივლიშვილმა ქარტიის პრინციპი დაარღვია


Recommended Posts

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დადგინა, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა, ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

 

"ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია,"-ეს ის პრინციპია, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს დადგენილებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა დაარღვია.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ნანეტაშვილის სარჩელი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ საჩივარი განიხილა. საჩივარი შეეხებოდა 2011 წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით “ბადრი ნანეტაშვილი ნათია კუპრაშვილს თავს დაესხა”.

 

ბადრი ნანეტაშვილის ადვოკატის, ლევან გეგეშიძის განცხადებით, გელა მთივლიშვილს მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით არ უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია. მისი განმარტებით, გელა მთივლიშვილმა ეთიკის ქარტიის 1, მე-3 და მე-11 პრინციპი დაარღვია.

 

თუმცა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ აღნიშნული მე-3 და მე-11 პრინციპები (3. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და 11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება;)კონკრეტულ შემთხვევაში დარღვევად არ მიიჩნია.

 

ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში ტელეკომპანია „თრიალეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ნანეტაშვილის იურისტები აღნიშნავენ რომ სტატია იყო ცალხმრივი, მიკერძოებული და არ ასახავდა ზუსტ ფაქტებს, სტატია ეყრდნობოდა მხოლოდ ერთი მხარის, ნათია კუპრაშვილის მონათხრობს და ეს მონათხრობი როგორც ფაქტი ისე იყო წარმოჩენილი. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ  სტატიის ავტორმა არ გამოიყენა ყველა შესაძლო ბერკეტი, რათა ბადრი ნანეტაშვილის კომენტარი მოეპოვებინა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...