planetanews Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 "უსაფრთხო სივრცის"თავმჯდომარე, ანა გაბრიაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მოსკოვის გამზირზე გაჩეხილ ხეებთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და შსს-ს მიმართა. "გუშინ ღამის 10-ზე მოსკოვის პროსპექტზე მცხოვრები ადამიანები დაგვიკავშირდნენ, ხეებს ჭრიანო და მაშინვე წავედით,"-ამბობს ანა გაბრიაძე. მისივე თქმით, ხეების გაჩეხვამდეც მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო, რისი მშენებლობა არის დაგეგმილი გაჩეხილი ფიჭვების ადგილზე და ვის მიერ. ამიტომ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, ინფორმაცია, როგორც დედაქალაქის მერიისგან, ასევე შსს-გან მოითხოვეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მისივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე პოლიციის შენობა შენდება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts