planetanews Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59895.jpg"ხალხს სურს პატივისცემა, კანონის უზენაესობა და თავისუფლება", – ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა. უსაფრთხოების 48-ე ფორუმის მონაწილეების წინაშე საქართველოს პრეზინდეტმა არაბული რევოლუციები გაიხსენა; ყურადღება გაამახვილა ქვეყნისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; აქცენტი გააკეთა რუსეთსა და საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პირველი პირი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უმაღლესი დონის ფორუმია, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წელს მას მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ესწრებიან. მათ შორისაა ნატოს გენერალური მდივანი, სხვადასხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ლიდერები. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts