planetanews Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 /get_img?ImageId=6192 ტელევიზიების წარმომადგენლებს შორის შეჯიბრი ხინკლის ჭამაში დღეს, 5 თებერვალს, დღის 2 საათზე, წერეთლის გამზირზე მდებარე რესტორანში "მირზაანი" გაიმართება. რესტორნების ქსელის "მირზაანის" პიარ მენეჯერი ბეგი ლოგუა ნეტგაზეთთან საუბრის დროს ამბობს, რომ ვინაიდან მედიის არეალი ფართოა, შეჯიბრი მხოლოდ ტელევიზიებს შორის ტარდება. მისი თქმით, გასულ წელს ხინკლის ჭამაში რეკორდი - 39 წამში 10 ხინკალი დაფიქსირდა. "ვინმე თუ გააუმჯობესებს ამ რეკორდს, პრიზი, გარდამავალი თასი, გადაეცემა. ეს სპეციალურად ტელევიზიებისთვის შექნილი თასია. მხოლოდ მათთვის იყო განკუთვნილი თავიდანვე, ამიტომ სხვა ვერ წაიღებს. "მირზაანის" წარმომადგენლის თქმით, წლევანდელი შეჯიბრი შარშანდელთან შედარებით უფრო მასშტაბურია, ვინაიდან მასში მონაწილეობას უფრო მეტი ტეელვიზია იღებს. "კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ტელევიზიის ნებისმიერ თანამშრომელს, ვისაც აქვს უფლება გამოვიდეს მათი სახელით,"-ამბობს ბეგი ლოგუა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts