Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, ობამამ საქართველოს შეცდომით „რუსეთი“ დაუძახა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/fox.jpg

 

იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში არ უნდა აგერიოს, რუსეთი უდაოდ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. არადა სწორედ ეს შეეშალა ორშაბათს ობამას, როდესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გვერდით იჯდა. თუმცა, იმისთვის, რომ ეს დიპლომატიური შეცდომა არ გაეღრმავებინა, ობამამ ის უმალ გამოასწორა.

 

პრეზიდენტს „რუსეთი“ მაშინ წამოსცდა, როდესაც საბჭოთა რუსეთისგან საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავზე საუბრობდა.

 

„მიმაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ წინსვლით, რომელსაც მან სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე მიაღწია. ერთ-ერთი ჩემი პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ მე მაღალი შეფასება მივეცი საზოგადოებრივი ინსტიტუტების მშენებლობას რუსეთში“, – თქვა ომაბამ, შემდეგ გაჩერდა და დასძინა: „საქართველოში“.

 

სააკაშვილმა, რომელმაც ინგლისური იცის, წამოცდენა არ შეიმჩნია, და თავის საპასუხო რეპლიკაში ობამას ადმინისტრაცია შეაქო. როგორც ჩანს ვაშინგტონში, მას კარგი დღე ჰქონდა. ობამამ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებს, ასევე პოზიტიურად შეაფასა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების შესაძლებლობა.

 

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა უაღრესად მადლიერია იმ მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც თქვენი ადმინისტრაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან გვაქვს ყველა დონეზე“, – განაცხადა სააკაშვილმა. მან დასძინა ასევე, რომ საქართველო აშშ-ს „მადლიერია“ მხარდაჭერისთვის მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის ნატოში გაწევრიანების საქმეში.

 

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, მრავალწლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ. 2008 წელს ეს ქვეყანა კვლავ დაეჯახა რუსეთს ორი სეპარატისტული რეგიონის ირგვლივ წარმოქმნილი დავის გამო. ეს შეტაკება 2008 წლის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის დროს მოხდა, როდესაც იმ დროს სენატორი ბარაკ ობამა სენატორ ჯონ მაკკეინს ებრძოდა.

 

მოგვიანებით, მაკკეინი შეეცადა ობამას რეაქცია კონფლიქტზე ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გამოეყენებინა და გააკრიტიკა კონკურენტი საქართველოს მიმართ „თავშეკავებულობის“ გამო. თუმცა, სინამდვილეში ობამამ თავშეკავებისკენ ორივე მხარეს მოუწოდა, მოგვიანებით კი რუსეთის მიმართ პოზიცია გაამკაცრა.

 

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯეი კარნიმ ორშაბათს ასევე აღნიშნა, რომ ობამა ორი სადაო რეგიონთან დაკავშირებით „დაადასტურებს იმას, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...