lasha_alo Posted February 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2012 მეც მიყვარს ხანდახან ლუდის მირთმევა და არ გამოვრიცხავ კარგადაც შევთვრე.არც მეგობრების დეფიციტს ვუჩივივარ და არც გაბარიტებს, მაგრამ რაშიც დარწმუნებული ვარ- ალკოჰოლიზმი საქართველოში დიდი პრობლემაა . ჯერ კიდევ გვიჭირს ვაღიაროთ რომ ჩვენი მეგობარი,ნათესავი თუ ა.შ არის არა პურისმჭამელი,არამედ ლოთი.თუ ადამიანი ბოლომდე არ წაიქცა და არ განადგურდა,მანამდე კომპლექსები გვაქვს ექიმი ვურჩიოთ.ვარ მართალი?არის საქართველოში ალკოჰოლიზმი პრობლემა თუ არა?ანონიმური კლინიკები საერთოდ არსებობსმოკლედ,თქვენი აზრი http://www.drinkoff.ru/netcat_files/Image/wine.jpghttp://www.icmm.ge/ka/site/news/706/მცხეთისა-და-დუშეთის-რაიონებში-თვეში-60-გამოძახება-ალკოჰოლით-მოწამვლაზე-მოდის.htmმცხეთისა და დუშეთის სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დიაგნოზით თვეში საშუალოდ 60 გამოძახებაზე უწევთ გასვლა. იგივე მონაცემები აქვს დუშეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც. დღესასწაულის დღეებში ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევები ძირითადად 40-50 წლამდე ასაკის მამაკაცებში ვლინდება. პაციენტთა შორის მართალია იშვიათად, მაგრამ ქალებიც არიან. „დღეში საშუალოდ 2-3 გამოძახებაზე გვიხდება გასვლა,“ - განაცხადა მცხეთის სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა ეკა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ძირითადად სასმელის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს. როგორც დუშეთის სასწრაფო დახმარების ცენტრის ოპერატორი მაგული ძლიერიშვილი განმარტავს, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა თვეში საშუალოდ ორმოცდაათია. „ძირითადად 40 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. გამოძახებები დღესასწაულების განმავლობაში უფრო მატულობს,“ - აღნიშნა ძლიერიშვილმა. ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების მიზეზებზე მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ფსიქოლოგიურ-სამედიცინო ცენტრ „თანადგომას“ ესაუბრა. „ბუნებრივია, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მეცნიერები კვლავაც დავობენ. ალკოჰოლზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მემკვიდრეობითი განწყობით, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემებითა და მძიმე სოციალური ფონით. როდესაც ადამიანს არ აქვს სოციალიზაციის საშუალება, არ არის დასაქმებული და რეალიზებული, ალკოჰოლზე უფრო მეტად ხდება დამოკიდებული,“- აღნიშნა ცენტრ „თანადგომას“ კონსულტატმა ქეთევან ჭელიძემ. მისივე თქმით, ალკოჰოლიზმის ჭარბი მოხმარება იწვევს როგორც ჯანმრთელობის გაუარესებას, ასევე კონფლიქტების ალბათობის ზრდასაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted February 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2012 არსებობენ ორნაირი მსმელები:1. ბრადიაგები – რომელთათვისაც მთავარი გრადუსია და მეორე მოქეიფეები რომელთათვისაც მთავარი არა გრადუსი არამედ პროცესია :nekro: არ მევასება კაცი რომ ნახევარ საათში 6 სადრეგრძელოს დალევს ესეიგი ბრადიაგაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 შეიძლება მხოლოდ გრადუსისთვის სვავდე მაგრამ ბრადიაგა და ლოთი სულაც არ იყო... სიტუაციას გააჩნია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.