Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=2555

 

შპს ”საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" 5000 ლარით დაჯარიმდა. ბიუჯეტის სასარგებლოდ აღნიშნული თანხის გადახდა კომპანიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულიერებლმა ეროვნულმა კომისიამ დააკისრა.

 

კომისიაში განმარტავენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შპს ”საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” იგნორირებას უკეთებს კომისიის მოთხოვნას მომხმარებლების მიერ წარმოდგენილი პრეტენზიების სრულყოფილად შესწავლისა და კომისიისათვის სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე, ან წარმოადგენს მათ არასრულად. სწორედ ეს გახდა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დაჯარიმების საფუძველი.

 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ვალერი ფხაკაძის თქმით, მოქალაქეების მხრიდან არაერთი განცხადება მიიღო სიებში წარმოქმნილი უზუსტობების გამო აბონენტებზე დარიცხული წყლის ზედმეტი გადასახადის გამო.

 

საქმე ის არის, რომ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" (რომელიც საქართველოს რეგიონებში ზურუნველყოფს წყლის მიწოდებას მოსახლეობისთვის) და თბილისის კომპანიამ "ჯორჯიან ვოთერ ანდ ფაუერმა" განახლებული სიები მიიღეს სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. სიებში ბევრი უზუსტობა აღმოჩნდა, კერძოდ, ერთ მისამართზე რეგისტრირებული აღმოჩნდა უამრავი სხვა ადამიანი და აბონენტებს, რომლებიც წყლის მოხმარებისთვის სულადობრივად იხდიან გადასახადს, ზედმეტად დაერიცხათ თანხები.

 

"ჩვენ ასეთ მოქალაქეებს ვუწევთ კონსულტაციას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ – მიმართონ სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, დააზუსტონ სიები და შესაბამისი დოკუმენტი წარადგინონ კომპანიაში უზუსტობების აღმოსაფხვრელად," – განუცხადა "ნეტგაზეთს" ვალერი ფხაკაძემ.

 

მისივე თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

 

შეგახსენებთ, რომ უკანანოდ დარიცხულ წყლის გადასახადთან დაკავშირებით გუშინ გამოქვეყნდა  პეტიცია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ონლაინ რეჟიმში უერთდებიან ხელმოწერებით.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...